სამომავლო ორიენტირი

სსფ ცენტრალურ ბანკებს მოუწოდებს, უარი თქვან საპროცენტო განაკვეთების წინასწარ განსაზღვრულ კურსზე

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა მსოფლიოს ცენტრალურ ბანკებს მოუწოდა, უარი თქვან საპროცენტო განაკვეთების წინასწარ განსაზღვრული კურსის არჩევის პრაქტიკაზე. ფონდის განცხადებით, მსგავსმა დაპირებებმა შესაძლოა საპირისპირო შედეგი გამოიღოს გლობალურ ეკონომიკაში, რომელიც სულ უფრო ხშირად განიცდის მოულოდნელ შოკებს.