მარჯნების გათეთრება

კვლევა: მარჯნების მასობრივი გათეთრება კლიმატის ცვლილებითაა გამოწვეული

ადამიანის საქმიანობით გამოწვეული კლიმატის ცვლილება და არა ელ-ნინიო იყო მთავარი მამოძრავებელი ძალა მარჯნების ყოველი გლობალური გათეთრების უკან ბოლო ოთხი ათწლეულის განმავლობაში, ნათქვამია ჟურნალ Oceanography-ში ოთხშაბათს გამოქვეყნებულ ახალ კვლევაში.