Newsletter Subscribe
Enter your email address below and subscribe to our newsletter
[forminator_form id="25163"]

ByteDance-ის 43 წლის დამფუძნებელი ჯან იიმინგი აზიის უმდიდრესი ადამიანი გახდა მას შემდეგ, რაც მისი ქონება 105 მილიარდ დოლარს გადასცდა და ინდოელ მაგნატ გაუტამ ადანის გაუსწრო, იუწყება Bloomberg Billionaires Index.

ByteDance-მა 28 ბანკთან 29.6 მილიარდი დოლარის სინდიცირებული სესხის ხელშეკრულება გააფორმა, რაც 2026 წელს აზიაში დოლარში გაცემული სესხების სიდიდით მეორე მაჩვენებელია. TikTok-ის მფლობელი კომპანია ჩინეთის ფარგლებს გარეთ ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურის განვითარებას აჩქარებს.

Bloomberg-ის ინფორმაციით, ByteDance-ის დამფუძნებელი ჟანგ იიმინგი პირადად ხელმძღვანელობს AI მოდელის შემუშავებას, რომელსაც რეალურ დროში სივრცითი ვიდეოს გენერირება შეუძლია. პროექტის გაშვება შესაძლოა უკვე მომავალ თვეში მოხდეს.