Virgin Music Group

Universal-ის Virgin Music-მა Downtown-თან 775 მილიონი დოლარის ღირებულების გარიგება დაასრულა

Virgin Music Group-მა, Universal Music Group -ის დამოუკიდებელმა სადისტრიბუციო განყოფილებამ, პარასკევს დაასრულა Downtown Music Holdings-ის 775 მილიონი დოლარის ღირებულების შესყიდვა. ამით დასრულდა 2024 წლის დეკემბერში გამოცხადებული გარიგება, რომელმაც ევროპელი მარეგულირებლების ხანგრძლივი შემოწმება და დამოუკიდებელი მუსიკალური სექტორის მხრიდან მწვავე წინააღმდეგობა გამოიწვია.