Newsletter Subscribe
Enter your email address below and subscribe to our newsletter
[forminator_form id="25163"]

იტალიის ენერგეტიკის მაღალჩინოსანმა ხუთშაბათს, 29 ოქტომბერს განაცხადა, რომ გერმანიამ ევროპა გააწბილა, რადგან გაზსაცავების შევსება ზედმეტად დააყოვნა. მან ბერლინი დაადანაშაულა ევროპაში გაზის ფასების ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ყველაზე მაღალ ნიშნულამდე აწევაში. ალესანდრო ნოჩე იტალიის ენერგეტიკის სამინისტროს ენერგეტიკული ბაზრებისა და ინფრასტრუქტურის გენერალური…

ევროპაში ბუნებრივი აირის საბაზისო ფასი 2022 წლის შემდეგ პირველად 100 ევროს გასცდა, რადგან სპარსეთის ყურიდან გათხევადებული ბუნებრივი აირის მიწოდების ზამთრამდე აღდგენის მცირე ნიშნებია. ING-ის მონაცემებით, ჰოლანდიური TTF კონტრაქტი ოთხშაბათს, 28 ოქტომბერს, 4.85%-ით გაიზარდა. ზრდა მას შემდეგ დაიწყო, რაც QatarEnergy-მ რამდენიმე…

ევროპაში ბუნებრივი აირის ფასები 2023 წლის დასაწყისის შემდეგ ყველაზე მაღალ დონემდე ავიდა. ჰოლანდიური TTF-ის საორიენტაციო ფასი სამშაბათს დაახლოებით 68 ევროს მიაღწია მეგავატ-საათში, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ორჯერ მეტია, რადგან კონტინენტის მასშტაბით გაზსაცავები გათბობის სეზონის წინ საგანგაშოდ ცარიელია.

ევროპაში ბუნებრივი აირის საბითუმო ფასებმა ტურბულენტური ივლისი ადრეული გაზაფხულის შემდეგ ყველაზე დიდი ყოველთვიური ზრდით დაასრულა. ფასი 30%-ზე მეტით გაიზარდა, რადგან ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის სამხედრო ესკალაციამ ჰორმუზის სრუტეში გადაზიდვები შეაფერხა და ზამთრის წინ მიწოდების ხანგრძლივი შემცირების შიშები გააჩინა.