Potsdam Institute for Climate Impact Research

ცხრა პლანეტარული საზღვრიდან შვიდი ისტორიულ მაქსიმუმამდეა დარღვეული

ადამიანური ცივილიზაციისთვის უსაფრთხო საცხოვრებელი გარემოს განმსაზღვრელი ცხრა პლანეტარული საზღვრიდან შვიდი დარღვეულია და ისტორიულ მაქსიმუმს აღწევს. ეს მონაცემები გერმანიის პოტსდამის კლიმატის ზემოქმედების კვლევის ინსტიტუტის მიერ ორშაბათს გამოქვეყნებულ ანგარიშშია წარმოდგენილი.