Newsletter Subscribe
Enter your email address below and subscribe to our newsletter
[forminator_form id="25163"]

ჩინეთის თავდაცვის უწყება აჩქარებს კვლევებს სამხედრო დანიშნულების ჰუმანოიდი რობოტების შესაქმნელად. კვლევითი ინსტიტუტები მანქანებს საბრძოლო ველის მოთხოვნების შესაბამისად ტესტავენ და მათ სამომავლო საომარ გამოყენებას გეგმავენ, ნათქვამია კვირას გამოქვეყნებულ Reuters-ის გამოძიებაში.

ჩინელმა სამხედრო მკვლევრებმა აშშ-ის წამყვანი ხელოვნური ინტელექტის მოდელების, OpenAI-სა და Anthropic-ის მონაცემები გამოიყენეს საკუთარი თავდაცვითი სისტემების გასაძლიერებლად. Reuters-ის მიერ 2026 წლის 31 ივლისს გამოქვეყნებული 80-ზე მეტი ჩინური სამეცნიერო ნაშრომისა და პატენტის ანალიზმა აჩვენა, რომ ეს პროცესი ფართომასშტაბიანია.