KNVB

ნიდერლანდების ნაკრებს 1978 წლის შემდეგ პირველი უცხოელი მწვრთნელი ჰყავს: ხავი

ნიდერლანდების ფეხბურთის ასოციაციამ ოთხშაბათს ოფიციალურად დაადასტურა, რომ მამაკაცთა ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად ხავი ერნანდესი დაინიშნა. კონტრაქტი ოთხწლიანია და 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებამდე მოქმედებს. ესპანელი სპეციალისტი ფეხბურთში ორწლიანი პაუზის შემდეგ ბრუნდება.