Jack Barton

ნაკლებად ცნობილი მსახიობი ჯეკ ბარტონი ჯეიმს ბონდის როლის მთავარი კანდიდატია

ჯეიმს ბონდის როლისთვის ბრძოლაში მოულოდნელი ფავორიტი გამოიკვეთა. Page Six-ის ინფორმაციით, 31 წლის ბრიტანელი მსახიობი ჯეკ ბარტონი, რომელსაც კინოკარიერაში დიდი გამოცდილება არ აქვს, რეჟისორ დენი ვილნევისა და ქასთინგ-დირექტორ ნინა გოლდის რჩეულია. ინსაიდერები მას უკვე მოიხსენიებენ როგორც "იმ ერთადერთს".