Anew Labs

ByteDance-მა AI მედიკამენტების სტარტაპი გამოყო: კომპანიამ $290 მლნ მოიზიდა

ByteDance-მა დაასრულა 290 მილიონი დოლარის ინვესტიციის მოზიდვა Anew Labs-ისთვის: ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით მედიკამენტების შემქმნელი ახლად გამოყოფილი ქვედანაყოფისთვის, რომლის შტაბ-ბინაც შანხაიში მდებარეობს. პირველი საგარეო დაფინანსების რაუნდის ფარგლებში კომპანია 1.5 მილიარდ დოლარად შეფასდა, იუწყება Reuters-ი საქმის კურსში მყოფ ორ წყაროზე დაყრდნობით.