ახალგაზრდების უმუშევრობა

IMF: სამხრეთ აზიაში განათლებული ახალგაზრდების 40%-ზე მეტი უმუშევარია

აზიის მასშტაბით მაღალი განათლების მქონე ახალგაზრდებს უჭირთ კვალიფიკაციის შესაბამისი სამუშაოს პოვნა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) ახალი კვლევის თანახმად, სამხრეთ აზიის ზოგიერთ ნაწილში უმაღლესი განათლების მქონე ახალგაზრდებში უმუშევრობის მაჩვენებელი 40%-ს აღემატება.

გაეროს ანგარიში: მსოფლიოში ახალგაზრდების უმუშევრობა კვლავ იზრდება

კოვიდ-19-ის პანდემიის შემდეგ ახალგაზრდების დასაქმების აღდგენის პროცესი შეჩერდა. გაეროს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) სამშაბათს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, ახალგაზრდებში უმუშევრობა იზრდება, ხოლო ხელოვნური ინტელექტი დამატებით გაურკვევლობას ქმნის ისედაც რთულ შრომის ბაზარზე.