ავტომობილების მრეწველობა

Volvo Cars-ის პირველი კვარტლის მოგებამ გაყიდვების კლების მიუხედავად მოლოდინებს გადააჭარბა

Volvo Cars -მა ოთხშაბათს პირველი კვარტლის საოპერაციო მოგების შესახებ განაცხადა, რომელიც 1,6 მილიარდ შვედურ კრონს (172 მილიონი აშშ დოლარი) შეადგენს. შედეგმა გადააჭარბა ანალიტიკოსების მოლოდინს, მიუხედავად იმისა, რომ შემოსავალი და საერთო გაყიდვები შემცირდა ტარიფების, გაძლიერებული კონკურენციისა და ფართო ეკონომიკური გაურკვევლობის ფონზე.